Saturday, December 19, 2009

Google-ის მობილური ტელეფონი რეალობა, რომელის დებიუტიც შეიძლება მომავალ თვეს შედგეს

untitled

ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ჭორი გავრცელდა Google-ის ახალი მობილური ტელეფონის შესახებ, რომლის შემუშავებასაც კომპანია ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებდა. ბოლო კვირას Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა უფრო დეტალური ინფორმაცია მობილური ტელეფონის შესახებ. გაზეთის ინფორმაციით ტელეფონის სახელწოდება ნექსუს ერთია (Nexus One), იგი არ გაიყიდება მობილური ოპერატორების ქსელთან მიბმული და იქნება განბლოკილი ვერსიები (Unlocked). ტელეფონის როგორც აპარატურული ისე პროგრამული ნაწილის ავტორი თავად Google არის.

მინი მოსკოვი სულ რაღაც $3 მილიონად

500x_moscow_city_giant

300 ადამიანი დაჭირდა 400 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მოსკოვის მაკეტის შექმნას, რომელიც ქალაქის 1977 წლის ანალოგს წარმოადგენს. მაკეტი განსაკუთრებით ახლოს დგას ორიგინალთან.

Friday, December 18, 2009

პრო ირანული ჰაკერები თავს დაესხნენ Twitter-ს და ოპოზიციურ ვებ გვერდებს

hacker

დაჯგუფებამ რომელიც თავის თავს ირანულ კიბერ არმიას უწოდებს მოახდინა თავდასხმა Twitter-ზე და ირანულ ოპოზიციურ ვებ საიტებზე სადაც მათ განათავსეს ანტიამერიკული მოწოდებები. ტრაფიკი სოციალური ქსელის ვებ გვერდზე გადამისამართებულ იქნა ორი საათის განმავლობაში. ოპოზიციურ საიტების მუშაობა კი შეფერხებული  იყო მთელი დღის განმავლობაში.

$ 490,000 Nintendo Wii-სათვის

500x_wiisupreme

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო კონსოლი, რომელიც 22 კარატიანი ოქროსაგან არის შექმნილი. ზედაპირზე განლაგებული 78 პრილიანტის ქვა არის განლაგებული.

არამიწიერი ტბის სურათი

500x_titan_methane_lake-660x660

ხედავთ თეთრ წერტილს სურათზე? ეს არის ტბის გამოსახულება სატურნის მთვარის ტიტანის ზედაპირზე. ტიტანი 80%-ით დიდია დედამიწის მთვარეზე. ეს სურათი გადაღებული იყო NASA-ს ხელოვნური თანამგზავრის მიერ ამ წლის ივლისში.