Sunday, November 29, 2009

HP-ის ახალი ბიზნეს კლასის მობილური ტელეფონი

hp_ipaq_glisten_02 hp_ipaq_glisten_01

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ HP ახალ მობილურ ტელეფონს თავაზობს მომხმარებელს. ტელეფონს გააჩნია მესამე თაობის სერვისების მხარდაჭერა, ისევე როგორც  WiFi. გარდა ამისა ტელეფონს აქვს OLED ეკრანი და ინტეგრირებული Adobe Flash. ტელეფონი მუშაობს Windows Mobile 6.5 ოპერაციულ სისტემაზე.

Saturday, November 28, 2009

ბურჯ დუბაის (Burj Dubai) ყველაზე მეტად ეცემა მეხი

500x_lightning_strike

დუბაის მსოფლიოში დღესათვის ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ დუბაი, ყველაზე ხშირად განიცდის მეხის დარტყმას. სურათზე აღბეჭდილია სწორედ ერთ-ერთი ამ მომენტთაგანი. შენობაში სასტუმრო განთავსდება 2010 წლის იანვარში.  ის ფაქტი რომ შენობა ასე ხშირად განიცდის ელვის ზემოქმედებას სასტუმრომ შეიძლება სარეკლამო კამპანიაში გამოიყენოს.

ოილის (Oyule) ნათურები, ყველაზე მოდური განათება ნათურებს შორის

500x_oyuleoillamp

ნათურებში არის მოთავსებული გამჭრვალე ეკოლოგიურად სუფთა პარაფინი და ასევე სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ფიტილი რომელიც ძალიან ნელა იწვის და ფორმას არ იცვლის. ნათურის ბოლოში მოთავსებულია მაგნიტი, რაც მისი საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს.

Dell-ის საუკეთესო ნეტბუქი

500x_chrome10v

Dell-ის ახალი ნეტბუქი Mini 10v, რომელსაც ქრომის (Chrome) ოპერაციული სისტემა გააჩნია, ბაზარზე ნეტბუქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებაა. 10 საათზე მეტ ხანს დატენვის გარეშე მუშაობა განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის მომხმარებელს. საოოერაციო სისტემის ჩატვირთვას კი სულ რამოდენიმე წამი ესაჭიროება.

ნიუიორკი აპოკალიფსის შემდეგ

500x_4099855576_5fcaf6ca92_b

არც ისე კარგად ჟღერს რომ მოგწონდეს იცხოვრო აპოკალიფსის შემდგომ ნიუორკში. ადამიანის მჭამელი ზომბების გარეშე რა თქმა უნდა. სტუდია 500x_4099852806_e551dfb125_bStudio Lindfors-მა შექმნა სურათები რომლებიც ასახავს ნიუორკს გრანდიოზული წყალდიდობის შემდეგ, რაც შეიძლება კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგად განვითარდეს. 

გუგლის საძიებო სისტემას ახალი ინტერფეისი შემოაქვს

googlesearchგუგლის საძიებო სისტემის ახალი ინტერფეისი ძიების შედეგებს უფრო მრავალფეროვანს ხდის, რაც ახალი მრავალფეროვანი დიზაინის დამსახურებაა.

ტესტირებაში მონაწილეთა ჯგუფმა პირველებმა შეაფასეს გუგლის ახალი დიზაინი. თუმცა ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის ეს ინტერფეისი მიუწვდომელი იყო. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ იყო შესაძლებელი ახალი ინტერფეისის ნახვა: ამისათვის საკმარისია თქვენი ბრაუზერის URL-ის მისამართის ველში შეიტანოთ შემდეგი კომბინაცია : javascript:void(document.cookie="PREF=ID=20b6e4c2f44943bb:U=4bf292d46faad806:TM=1249677602:LM=1257919388:S=odm0Ys-53ZueXfZG;path=/; domain=.google.com");

პირველ რიგში რასაც შეამჩნევთ ეს არის მარჯვენა პანელი, სადაც სხვადასხვა ფერებში გადაწყვეტილი სერვისების ჩამონათვალია. ასევე დამატებულია რეკომენდაციების პანელი თქვენი ძიებისათვის, საკვანძო სიტყვების მიხედვით. გუგლის პროდუქტების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა მარისა მაიერმა (Merissa Mayer) განაცხადა რომ ახალი დიზაინი გამიზნულია იმ უზუსტობების აღმოსაფხვრელად რაც გაჩნდა სისტემაში ახალი ფუნქციების დამატების შემდეგ.

გთხოვთ მოგვწეროთ რა აზრის ხართ ახალ დიზაინზე newsge@gmail.com