Saturday, November 28, 2009

გუგლის საძიებო სისტემას ახალი ინტერფეისი შემოაქვს

googlesearchგუგლის საძიებო სისტემის ახალი ინტერფეისი ძიების შედეგებს უფრო მრავალფეროვანს ხდის, რაც ახალი მრავალფეროვანი დიზაინის დამსახურებაა.

ტესტირებაში მონაწილეთა ჯგუფმა პირველებმა შეაფასეს გუგლის ახალი დიზაინი. თუმცა ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის ეს ინტერფეისი მიუწვდომელი იყო. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ იყო შესაძლებელი ახალი ინტერფეისის ნახვა: ამისათვის საკმარისია თქვენი ბრაუზერის URL-ის მისამართის ველში შეიტანოთ შემდეგი კომბინაცია : javascript:void(document.cookie="PREF=ID=20b6e4c2f44943bb:U=4bf292d46faad806:TM=1249677602:LM=1257919388:S=odm0Ys-53ZueXfZG;path=/; domain=.google.com");

პირველ რიგში რასაც შეამჩნევთ ეს არის მარჯვენა პანელი, სადაც სხვადასხვა ფერებში გადაწყვეტილი სერვისების ჩამონათვალია. ასევე დამატებულია რეკომენდაციების პანელი თქვენი ძიებისათვის, საკვანძო სიტყვების მიხედვით. გუგლის პროდუქტების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა მარისა მაიერმა (Merissa Mayer) განაცხადა რომ ახალი დიზაინი გამიზნულია იმ უზუსტობების აღმოსაფხვრელად რაც გაჩნდა სისტემაში ახალი ფუნქციების დამატების შემდეგ.

გთხოვთ მოგვწეროთ რა აზრის ხართ ახალ დიზაინზე newsge@gmail.com

No comments:

Post a Comment